Australian Embassy
Turkey, Azerbaijan, Georgia

საქართველო

საქართველო

ავსტრალიის საელჩო ანკ არაში აკრედიტირებულია აზერბაიჯანში, სადაც წარმოადგენს ავსტრალიის საგარეო პოლიტიკის, ვაჭრობის, საკონსულო, საიმიგრაციო და სხვა ინტერესებს საქართველოში.

 

ჩვენ შესახებ

ჩვენს საელჩოში ანკარაში (ვიზები, საკონსულო და საგარეო საქმეები) და ჩვენს გენერალურ საკონსულოში (ვაჭრობის) სტამბულში პერსონალი საუბრობს ინგლისურად და თურქულად. დაგვიკავშირდით: ინგლისური / თურქული 

ავსტრალიის შესახებ

ინფორმაცია ავსტრალიის ვაჭრობის, საგარეო ურთიერთობის, ეკონომიკის, გარემოსდაცვის, მთავრობის, ადგილობრივი მკვიდრების, მეცნიერების, კულტურის და სხვ. შესახებ.

ინფორმაცია ავსტრალია-საქართველოს ურთიერთობაზე 

მოგზაურობა ავსტრალიაში

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ავსტრალიის ტურიზმის ოფიციალურ ვებგვერდთან www.australia.com ერთად, რომელიც გთავაზობთ მოგზაურობის შესახებ სრულ ინფორმაციას და გეხმარებათ დაგეგმვაში, ამისათვის კი განთავსებულია 2000-ზე მეტი ფოტო, ვალუტის კონვერტერი, ამინდის ყოველდღიური პროგნოზი, ინტერაქტიული რუკები, შემოთავაზებული დასასვენებელი მარშრუტები, კარგი შემოთავაზებები დასვენებისათვის, სპეციალისტი სამოგზაურო აგენტები და სხვა. იხილეთ ასევე.

ვიზები და იმიგრაცია

ავსტრალიაში გამგზავრებამდე ყველა მოგზაურს, გარდა ახალი ზელანდიის მოქალაქისა, უნდა ქონდეს ვიზა.

სწავლა ავსტრალიაში

ავსტრალიას აქვს აკადემიური წარმატებების კარგი რეპუტაცია და არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იცხოვრო სწავლის პერიოდში, ავსტრალიური განათლება იძლევა შეუზღუდავ შესაძლებლობებს მომავალში: უკეთესი კარიერული შესაძლებლობები, გლობალური კარიერის არჩევანი და საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაცია და უნარები. ავსტრალიის განათლების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ www.studyinaustralia.gov.au .

საკონსულო მომსახურეობა

საელჩო უწევს ავსტრალიის მოქალაქეებს საქართველოში საკონსულო მომსახურეობას. გაიგეთ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ:

საელჩოს პირდაპირი დახმარების პროგრამა საქართველოში

პირდაპირი დახმარების პროგრამა Direct Aid Program (DAP) არის ანკარაში ავსტრალიის საელჩოს მიერ მართული მოქნილი, მცირე საგრანტო სქემა განვითარების აქტივობებისათვის თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. სააპლიკაციო ფორმა.

ბიზნესის წარმოება ავსტრალიაში

ავსტრალიის სავაჭრო კომისია - Austrade არის ავსტრალიის მთავრობის სავაჭრო და საინვესტიციო განვითარების სააგენტო, რომელსაც აქვს ოფისების ქსელი 50 ქვეყანაში. ის ეხმარება ავსტრალიის კომპანიებს განავითარონ საკუთარი საერთაშორისო ბიზნესი, მოიზიდონ პროდუქტიული საგარეო პირდაპირი ინვესტიციები ავსტრალიაში და საერთაშორისო მასშტაბით მოახდინონ ავსტრალიის განათლების სექტორის პრომოუშენი. Austrade სტამბულის ოფისი არის პასუხისმგებელი საქართველოზე.